აშშ-ის სანქციები

აშშ ჩრდ. კორეასთან თანამშრომლობისთვის რუსულ და ჩინურ კომპანიებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი
Wikipedia

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეული ხომალდების დახმარების და ჩრდილოეთ კორეისათვის ალკოჰოლის და თამბაქოს მიყიდვის გამო რუსეთის საპორტო სერვისების სააგენტოს და ჩინურ ფირმებს ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით მსგავსი ქმედებები ჩრდილოეთ კორეისათვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევს. მათი ინფორმაციით ჩინურმა კომპანიებმა ჩრდილოეთ კორეაში ალკოჰოლის და სიგარეტის ექსპორტით წელიწადში მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სანქციები დაუწესდა რუსეთის საპორტო სერვისების სააგენტოს დირექტორ ვასილი კოლჩანოვსაც. სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით რუსულმა სააგენტომ ჩრდილოეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავ გემებს მათი საპორტო სერვისებით სარგებლობის უფლება სულ მცირე ექვსჯერ მისცა, ხოლო კოლჩანოვი თავად იყო ჩართული ჩრდილოეთ კორეულ გემებთან დაკავშირებულ გარიგებებში და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდარუსეთში მათ წარმომადგენლებთან.

ახალი სანქციების მიხედვით კომპანიებთან თანამშრომლობა აეკრძალებათ აშშ-ის მოქალაქეებს, ხოლო საკუთრებები, რომლებიც კომპანიებს აშშ-ში აქვთ, დაიბლოკება.

კომენტარები