ოქროს კონტრაბანდა

დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდისთვის სამი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, "სარფის" საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით - 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება  100 000 ლარს აღემატება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები