რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი: რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. ჩვენ სტრასბურგში მაისში ღია სხდომაზე წარვადგინეთ რადარის მონაცემები, სადაც მთელი ქართული საჰაერო სივრცე, ჩვენი სუვერენული საჰაერო სივრცე სავსეა რუსული თვითმფრინავებით და იქ არცერთი ქართული თვითმფრინავი არ არის. ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ხასიათის მტკიცებულებაც, რითაც დასტურდება, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის, ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში. ჩვენ, ქართულმა მხარემ, რეალურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ, თუნდაც, დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკანდახევა, რათა უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო აცილებული თავიდან. მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ისტორიაში სულ მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. აქამდე ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური და მაღალი დონის დოკუმენტები გვაქვს. ახლა საჭიროა, გვქონდეს სასამართლო ხასიათის დოკუმენტიც, რაც შემდეგ მომავალ თაობებს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2008 წლის აგვისტოს ომი
წულუკიანი: ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ
tbl.ge/32gy
დაკოპირდა

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2008 წლის ომის შესახებ სოფელ ტყვიავში, სადაც საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებს შეხვდა.
ამავე თემაზე
- რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
- 2008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
- Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
- მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა




