უზენაესის თავმჯდომარე

ბოკერია: ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტი არ მოიქცეს ისე, როგორც გვენეტაძის შემთხვევაში

ევროპული საქართველო

"ჩვენი მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ მარგველაშვილი არ მოიქცეს ისე როგორც მოიქცა წინა შემთხვევაში გვენეტაძესთან დაკავშირებით" - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევის შესახებ საუბრობს.

‘’პრეზიდენტმა არ უნდა დაიწყოს ძებნა კანდიდატის რომელიც არის გასვლადი ოცნების მხრიდან, ეს არ უნდა იყოს პირველი კრიტერიუმი. პირველი კრიტერტიუმი უნდა იყოს კომპეტენცია და რეპუტაცია პრინციპულობის, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გასვლადობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პირიქით, როგორც ეს იყო გვენეტაძის შემთხვევაში. თუმცა მას ამოძრავებდა ის, რომ მოდი ვიპოვო ისეთი კანდიდატურა, ისეთი მოძულე წინა ხელისუფლების, რომ ოცნება იძულებული იქნება ან არ ექნება არაფერი საწინააღმდეგო და დათანხმდება, ამაში დაინახა მაშინ მარგველაშვილმა საკუთარი წარმატება. ამ საქმის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ იპოვო კანდიდატი, რომელიც სასამართლოს სისტემისთვის იქნება კარგი და ჩვენი ქვეყნისთვის. ამჯერად მარგველაშილმა ამ ორი კრიტერიუმით უნდა დაიწყოს კანდიდატურის ძებნა, კომპეტენცია და რეპუტაცია წესიერების და პრინციპულობის. უკვე ამის შემდეგ უნდა იყოს საუბარი იმაზე თუ როგორი საზოგადოებრივი კამპანია იყოს იმისთვის, რომ გაჩნდეს შანსი ოცნების დათანხმებისს ამ კანდიდატურაზე. აი ეს არის მიმდევრობა მოქმედებების, რომელიც მე მგონია ყველაზე უფრო სწორი.“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რამდენმე დღის წინ თანამდებობიდან გადადგა, მან მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

კომენტარები