ანა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი: ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა

ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მას არანაირ ხელშეწყობა, იმ ორი უმნიშვნელოვანესი უწყებიდან, რომელიც არის ერთის მხრივ პარლამენტი და მეორეს მხრივ, იუსტიციის სამინისტრო, არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ, არ ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება, მხოლოდ ამ ერთ ადამიანს დაბრალდეს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციების მიმდინარეობს. ახალი კანდიდატის შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები