საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სააკაშვილი: 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაუსხლტება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან

1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად უთანასწორო არჩევნებში, ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური პარტია და სწორედ ამ გამარჯვებამ გაუხსნა გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. 2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს, ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან ...დაადგება წარმატების გზას...

გიორგობის დღის აღსანიშნავად კი იქვე, საკუთარი სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი...

მიყვარს ისტორიული დამთხვევები და პარალელები!

დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე. გრიგოლ ვაშაძე 10 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატია. პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები