ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პირადი რესურსით, სხვათა შორის, ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით მოწესრიგდეს ის გზები და დახარჯულია რამდენიმე მილიონი იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურულად არა მარტო გზები, არამედ საკმაოდ დიდი პირადი რესურსი მან დახარჯა უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება, თქვენც ისიამოვნებთ ამ პარკით, დარწმუნებული ვარ და მოგეწონებათ, როცა მას ნახავთ. ეს არ არის არანაირი ახირება, ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება ქვეყანას და ძალიან სჭირდება მოსახლეობას, მათ შორის, იმ საავტომობილო გზებზე, რომელიც თურმე იმიტომ აიყარა და ასე შემდეგ,რომ თურმე ხეები გვირაბის თავზე უნდა გადაატარონ, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა იმგზებზე და იყო ძალიან ბევრი პრობლემა ინფრასტრუქტურის კუთხით, რის გამოც საჭირო გახდა იმ გზების რეაბილიტაცია. უბრალო დგანმარტებისთვის - დაიხარჯა მართლა ბიძინა ივანიშვილის პირადი რესურსი იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ეს გზები.
ბიძინა ივანიშვილი
ბესელია: ივანიშვილმა დიდი პირადი რესურსი დახარჯა უნიკალურ პარკზე, რომელიც ხალხს დარჩება
tbl.ge/31wz
დაკოპირდა

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის ხეებისა და დენდროლოგიური პარკის შესახებ.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




