ინდოეთში, თვითმფრინავის ტუალეტში ჩვილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Independent წერს.
თვითმფრინავი AirAsia-ს ეკუთვნის. ის ქვეყანაში შიდა ფრენას ასრულებდა და გუვაჰატიდან დელისკენ მიფრინავდა.
ცხედარი მიწაზე დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე იპოვეს.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვი მკვდარი დაიბადა. მას პირი ტუალეტის ქაღალდით ჰქონდა სავსე.
პოლიციამ ბორტზე მყოფი ყველა ქალი დაკითხა, რის შემდეგაც ერთი მათგანი დააკავეს.გამოძიების ცნობით, სწორედ ისაა ბავშვის დედა. წინასწარი ინფორმაციით, მას ნაადრევი მშობიარობა თვითმფრინავში დაეწყო.
გამოკითხვაზე AirAsia-ს წარმომადგენლებიც არიან დაბარებულები.





