Game of thrones

GAME OF THRONES-ის ფინალური სეზონი 2019 წლის პირველ ნახევარში გამოვა

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ Game of Thrones-ის ფინალური სეზონი 2019 წლის პირველ ნახევარში გამოვა.

ფინალური, მერვე სეზონის შესახებ HBO-ს წარმომადგენელმა კესი ბლოისმა ისაუბრა.

"არ ვაპირებ, გითხრათ - რას უნდა ელოდოთ, თუმცა ის [ფინალური სეზონი] დიდებულია", - თქვა ბლოისმა.

სერიალის ფინალური სეზონის გადაღებები უკვე დასრულდა. გადაღებების ბოლო ლოკაცია ჩრდილოეთ ირლანდია, კერძოდ კი ბელფასტი იყო.

Game of Thrones-ის პირველი სერია 2011 წლის 17 აპრილს გამოვიდა.

კომენტარები