ავტოსაგზაო შემთხვევა

მიკროავტობუსი დასუფთავების მანქანას შეეჯახა, დასუფთავების თანამშრომელი დაიღუპა

რუსთავი 2

თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მერსედესის მარკის მიკროავტობუსი დასუფთავების მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაშავაებულია კიდევ ორი ადამიანი და მომხდარზე გამოძება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

როგორც თვითმხილველები რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობენ, მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

კომენტარები