მსოფლიო ჩემპიონატი 2018

კილიან მბაპემ ჩემპიონატზე მოგროვებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე მოგროვებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, 19 წლის კილიან მბაპე იყო. მბაპემ ფინალში მეოთხე გოლი გაიტანა და ისტორიის განმავლობაში, მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თინეიჯერობის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა. მანამდე, ასეთი მხოლოდ ლეგენდარული პელე იყო. 

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

კომენტარები