მსოფლიო ჩემპიონატი 2018

პელე: თუ მბაპემ ასე განაგრძო, შესაძლოა მომიწიოს ბუცების გაწმენდა

express.co.uk

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, 19 წლის კილიან მბაპე იყო. მბაპემ ფინალში მეოთხე გოლი გაიტანა და ისტორიის მანძილზე, მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თინეიჯერობის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა.

19 წლის მბაპეს თამაშს, ლეგენდარული ფეხბურთელი პელე გამოეხმაურა. 

"თუ კილიან მბაპემ ასე განაგრძო ჩემს რეკორდებთან გათანაბრება, შესაძლოა მომიწიოს ჩემი ბუცების გაწმენდა" - წერს პელე. 

კომენტარები