კანადა

ძლიერი სიცხის შედეგად, კანადაში 17 ადამიანი დაიღუპა

კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს

ქვებეკის პროვინციაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ქალაქ მონრეალში, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა, ქუჩებში გამაგრილებელი სადგურები დადგეს, გამვლელებს კი სასმელ წყალს ურიგებენ.

მაღალი ტემპერატურა ონტარიოშიც დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელი ხაზი, სიცხის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღიურად 1200 შეტყობინებას იღებს. ექიმები ამბობენ, რომ მათი ნახევრის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. მეტიც, გარკვეული ადგილებში ტემპერატურის მატებაც მოსალოდნელია. 

ხელისუფლება ქალაქის მაცხოვრებლებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები