შიგანა საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძებო კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაებს გაუგებარს უწოდებს. მეზვრიშვილის თქმით, კომისიის მხრიდან რეკომენდაციების გაწევა ნაადრევია.
„მე როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე როდესაც, მნიშვნელოვანი მოწმეების, რომლებსაც უშუალოდ აქვთ საქმესთან შემხებლობა, გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ნაადრევია. ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა, სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი ეხლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს." - ამბობს მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილს მმიაჩნია, რომ კითხვებს რომელიც საზოგადოებას შსს-თან ჰქონდა, პასუხები აგეცა, მათ შორის ფარდულის ეპიზოდზეც.
"ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ერთერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება, თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, აი ამ კითხვებს რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით - ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ამიტომ ცოტა გაუგებარია ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე, რომ მივიდა საგამოძიებო კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ახლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც.“ - ამბობს მეზვრიშვილი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.
კალანდიას დაკავების მოთხოვნით შსს-თან აქციას მართავს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე. სარალიძე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში უწყების შენობის ეზოში იყო.
19:00 საათზე შსს-სთან სარალიძის მხარდასაჭერი აქციაა დაგეგმილი.





