განავლის წვიმა

"განავლის წვიმის" 18 შემთხვევა კანადაში - ექსპერტები დნმ-ის ანალიზს გეგმავენ

განავლის წვიმა კანადაში
www.theguardian.com

9 მაისს, კანადაში, ტორონტოს მაცხოვრებელი სიუზან ალენი სახლში მიდიოდა, როცა ავტომობილის ღია ლუქიდან საძაგელი სუნის მქონე ყავისფერი, ტალახის მაგვარი ნივთიერების წვეთები დაეცა. მან ჩათვალა, რომ სითხე თვითმფრინავიდან იყო, რადგან მანქანა აეროპორტის მახლობლად იმყოფებოდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მას თვალის ინფექცია განუვითარდა.

სამი დღის შემდეგ, იმავე ქალაქის მაცხოვრებელმა აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა მსგავსი მოყავისფრო ნივთიერებით იყო დასვრილი. ახლახან კი, 3000 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ  იელოუნაიფში ლინდა სმიტი შეესწრო, თუ როგორ დასვარა შავმა სითხემ მისი ეზო, ღობე და ფანჯრები.

კანადაში სულ 18 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. კანადის მთავრობის განყოფილების Transport Canada-ს შეფასებით, ამ შემთხვევებს კავშირი არ აქვს თვითმფრინავების "ცისფერ ყინულთან", რომელიც ექსკრემენტების გასაყინად გამოიყენება.

ექსპერტების შეფასებით, ამ მოვლენებს არც გადამფრენ ფრინველებთან აქვს კავშირი. მეცნიერები განავლის ნიმუშების შეგროვებას და დნმ-ის ანალიზს გეგმავენ, რათა დაადგინონ, რომელი სახეობის ექსკრემენტებთან აქვთ საქმე.

კომენტარები