ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ავტობუსების პარკი ჩემი მერობის პირობებში მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება - ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა ჰაერის დაბინძურების მხრივ - კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.
tbl.ge/308v
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვის გამო ჰაერის დაბინძურებაზე.
ამავე თემაზე
- წვიმის შემდეგ, ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება – სააგენტო
- რა ვიცით თბილისში სმოგის შესახებ
- გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- გარემოს სააგენტო: თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატებაა
- კანადაში ხანძრის გამო, ნიუ-იორკში მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა




