თბილისში მოსალოდნელი სიცხის გამო თელასი გეგმიურ სამუშაოებს დროებით აჩერებს

თელასის ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, კომპანია ყველა გეგმიურ და პროფილაქტიკურ სამუშაოს დროებით აჩერებს.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა. უწყების ინფორმაციით, 3 ივლისამდე საქართველოში ტემპერატურა "მნიშვნელოვნად" მოიმატებს.

გარდა ამისა, რეკომენდაციები გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც. NCDC აღნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი), გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სითბური გამოფიტვა, სითბური დაკვრა.

კომენტარები