დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა: მსურს ყველას გითხრათ, რომ კარგად ვარ

skysports.com

გუშინ, არგენტინის ნაკრებმა ნიგერიის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამრცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია.

ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა თამაშს საკმაოდ ემოციურად ადევნებდა თვალს, თამაშის დასრულების შემდეგ კი ის შეუძლოდ გახდა.

რამდენიმე საათის წინ დიეგო მარადონამ, საკუთარ ინსტაგრამდე სურათი დაპოსტა და დაწერა, რომ ის კარგად არის.

"მსურს ყველას გითხრათ, რომ კარგად ვარ. ნიგერიასთან თამაშის დროს, შესვენებისას, კისერი ამტკივდა და უკმარისობისგან ვიტანჯებოდი. ამის შემდეგ ექიმმა გამსინჯა და მირჩია, რომ მეორე ტაიმის დაწყებამდე სახლში წავსულიყავი, მაგრამ მე დარჩენა მინდოდა. როგორ უნდა წავსულიყავი? კოცნას ვუგზავნი ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის." - წერს დიეგო მარადონა.

კომენტარები