საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაასახელა. ეს ინფორმაცია ქართულ ოცნებაში გამართული შეხვედრის შემდეგ დადასტურდა.
"საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიეროობის კანდიდატად ბატონი მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ. გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი გუშინ, 13 ივნისს დატოვა.





