სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: პრემიერმინისტრის შერჩევა სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან

ჯეჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. 5 საათზე შეიკრიბება მმართველი მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე დღესვე, დარწმუნებული ვარ. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება. ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ განსაკუთრებული ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველ შემთხვევაში, მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესახებ მედიასთან გააკეთა.

კომენტარები