თეა წულუკიანი

წულუკიანი: ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს

ყიჟინია სასამართლო რეფორმის ჩავარდნის შესახებ - ეს ბევრჯერ ვთქვი ცნებების აღრევის ბრალია. მაგალითად, რამდენიმე NGO, რომელიც იმ დღეს ჩემს გადადგომას ითხოვდა და ამტკიცებდა რომ რეფორმა ჩავარდა, სწორედ მათ ამ მართლმსაჯულების პირობებში, ჩემთვის დავები აქვთ სასამართლოში მოგებული.

მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში ეკა გიგაური იუსტიციის სამინისტროს უგებს დავებს, ეს ფაქტია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს. არც ის მომწონს რომ ჩვენ რეალურად ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა სასამართლო რეფორმა. 

იმედის ეთერში ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები