დროებითი საგამოძიებო კომისია

ბაქრაძე: კომისია იქნება ძალიან მკაცრი, კრიტიკული და ამას საზოგადოება მალე დაინახავს

საზოგადოებას გააჩნია კითხვები ამ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით, ხოლო პარლამენტს მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ჩვენი ვალდებულებაა, როგორც პარლამენტის წევრებმა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია და გამოვიყენოთ ეს მექანიზმი იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, აბა რისთვის ვართ პარლამენტში, რომ ხელფასი ავიღოთ?! ჩვენ გვაქვს მექანიზმი, ვალდებულება საზოგადოების წინაშე და ამიტომ აკეთებს ევროპული საქართველო ამ ყველაფერს. რაც შეეხება შემადგენლობას, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ევროპული საქართველოსგან ისეთი შემადგენლობა იყოს კომისიაში, რომელიც უმრავლესობას მოეწონება. პირიქით, იქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პრინციპულად გამჭვირვალედ, ზაზა სარალიძესთან, თითოეულ დაინტერესებულ ადამიანთან ერთად, ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ კომისიაში, ამიტომ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა და პირიქით, კარგია, რომ უმრავლესობის წევრებს არ მოსწონთ კომისიის შემადგენლობა. სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ კომისია იქნება ძალიან მკაცრი, კრიტიკული და ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში დაინახავს. გაბუტვა, გვერდზე გადგომა და მონაწილეობის არმიღება პრინციპულად არასწორად მიმაჩნია.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე.

კომენტარები