ირაკლი შოთაძე

პირველი არხი: ირაკლი შოთაძე სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მთავარი პროკურორი სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს.

პირველი არხი წერს:

"მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადება უახლოეს ხანში გავრცელდება"

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებს.

ამ წუთებში მთავარი პროკურატურის წინ აქცია "ნუ მომკლავ" იმართება.

შოთაძეს გადადგომისკენ დღეს ოპოზიციამ არასამთავრობოებმა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმაც მოუწოდა. 

 

კომენტარები