ადამიანი გაითელა სახელმწიფოს მხრიდან, ადამიანი, რომელსაც მოუკლეს შვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ირღვევა მისი უფლებები და ირღვევა ვინმე აბსტრაქტულის კი არა, კონკრეტულად პროკურორის და პროკურატურის მხრიდან. ის ასახელებს კონკრეტულ პროკურორებს, რომლებიც მას დასცინიან. რომლებიც კი არ იძიებენ, არამედ დაკავებული არიან საქმის მიჩქმალვით და "შეკერვით". ამაზე დღეს ხომ არ დაუწყია ამ ადამიანს ლაპარაკი?
არავის არ ეგონოს, რომ ეს კომისია შეიქმნება საქმის გაჭიანურებისთვის. აქ არის მთავარი, რომ ამ ადამიანმა ძალიან სწრაფად იპოვოს სამართალი, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, ამ კომისიის შექმნა საჭირო საერთოდ არ იქნებოდა, შოთაძე იქნებოდა მოხსნილი და პასუხისმგებლობა ექნებოდა ბოლომდე აღებული იმ საშინელებებზე, რასაც ამდენი ხნის მანძილზე უკეთებს ამ ადამიანს. ის პროკურორები იქნებოდნენ მოხსნილები, ეს ადრეც უნდა ექნა ჩვენს სახელმწიფოს სხვა დანაშაულებზე, რომელიც ასევე მოხდა. ვერ ვისწავლეთ იმაზე ჭკუა? კიდევ ადამიანს უპირისპირდება სახელმწიფო? დიახაც, მოხსნილი უნდა იყოს შოთაძე. უნდა გასცეს პასუხი, რატომ მოხდა ასეთი კრახი ჩვენს სახელმწიფოში, საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს მას [ზაზა სარალიძეს] ქუჩაში სირბილი, მთელი სახელმწიფო ბოდიშს უნდა უხიდედეს ამ ადამიანს პოლიტიკურად, სამართლებრივად, მორალურად და ყველანაირად. ეს იქნებოდა პასუხი. ეს რომ არ ხდება, იმიტომ გვიწევს ბრძოლა, რომ კომისია შევქმნათ, პასუხი მოვთხოვოთ, დავიბაროთ... იმ წნეხის ფონზე, რომელიც გარეთ ხდება. არაფერი ჩვენი დამსახურება არ არის ეს კომისია, დამსახურებაა იმ წნეხის და პროტესტის, რომლითაც ამ კაცმა შეგვზარა ყველა. ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ კომისია შეიქმნა კრიზისის გადასაგორებლად.





