საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60% ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს.
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას ნაწილობრივ ემხრობა 25%, ხოლო ნაწილობრივ ეწინააღმდეგება - 5%.
ევროგაერთიანების წევრობას კატეგორიულად საქართველოს მოსახლეობის 4% ეწინააღმდეგება, 6%-ს კი პასუხი არ აქვს.

რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.





