17 მაისი

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიას გააპროტესტებენ

GHN

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ.

მას შემდეგ, რაც "თანასწორობის მოძრაობამ" შეკრება გააუქმა, აქტივისტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, აქცია მაინც გამართოს.

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეებს მისვლა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე ორგანიზებულად, შსს-ს დახმარებით.

გარდა ამისა, დაიგეგმა ონლაინ აქციაც - "საქართველოს წმინდა პარლამენტი". მონაწილეობის მსურველები 19:00 საათზე შესაბამის გვერდზე (https://bit.ly/2KwwC01) უნდა დაჩექინდნენ რუსთაველზე, პარლამენტთან და მიუთითონ რომ unsafe (დაუცველი) არიან. გარდა ამისა, ტექსტში უნდა დაწერონ: "17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე".

"ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით!", - აცხადებენ ორგანიზატორები.

დღეს, 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან დაანონსთა ჰომოფობდა და ტრანსფობთა აქციაც.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

დღევანდელი აქციის შესახებ დეტალურად ნახეთ აქ: https://www.facebook.com/events/2054459731543264/

კომენტარები