NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ნარკოპოლიტიკა

პრესსამსახური: მარგველაშვილის დავალებით კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი აქციაზე არიან

შაბათი, 12 მაისი, 2018 - 18:48
facebook.com/PresidentMargvelashvili
tbl.ge/2x4t
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი და სოფიო შამანიდი დღეს პრეზიდენტის დავალებით, პარლამენტის წინ, ღამის კლუბებში გუშინ ძალადობრივ სპეცოპერაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში იღებენ მონაწილეობას. კახა კოჟორიძის თქმით, დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია და აქციაზე მყოფმა ასობით და ათასობით ადამიანმა ისარგებლოს ამ უფლებით, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. 

"ცხადია, ყველა ადამიანი მხარს უჭერს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში სამართალდამცავებს აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავად სამართალდამცავებმა რაიმე ფორმით არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

აქციის ამსახველი ფოტოები:


საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაიაზროს შექმნილი მოცემულობა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოქალაქეთა უფლებები შეუფერხებლად განხორციელდეს. 

"რატომ იყო აუცილებელი სპეცოპერაციის ჩატარება გუშინ, იქ და იმ ადგილას, და იმ ფორმით, როგორც ეს განხორციელდა. 

არავინ აყენებს კითხვის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას და ვალდებულებას, რომ ებრძოლოს ნარკოტიკის უკანონო რეალიზებას, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახეთ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს და ამ კითხვებზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხები", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

აქციის მონაწილეები წუხელ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და შემდეგ გამართული მხარდამჭერი აქციის დარბევას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

ნარკოპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილიანა ნაცვლიშვილიკახა კოჟორიძე

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026 - 03:23ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
  • პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025 - 22:48სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
  • ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი, 2025 - 22:54ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
  • ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025 - 14:08ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
  • ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025 - 12:03ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:41

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს - კალაძე
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:26

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს - კალაძე

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, 59 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული – შსს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:17

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, 59 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული – შსს

უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:11

უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕