თეთრი სახლი

ტრამპისა და მაკრონის მიერ დარგული მუხა თეთრი სახლიდან გაუჩინარდა

GETTY IMAGES

ემანუელ მაკრონის მიერ დონალდ ტრამპისთვის ნაჩუქარი მუხა თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა.

გასულ კვირას, ტრამპმა და მაკრონმა თავად დარგეს ხე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამართული ბრძოლის ველიდანაა წამოღებული.

“ეს კრავს ჩვენი გაერთიანების კვანძს” თქვა მაკრონმა და დაამატა, რომ ეს ხე იქნება მათი კავშირის შემახსენებელი.

შაბათს, Reuter-ის ფოტოგრაფმა აღბეჭდა, რომ მდელო, სადაც ხე დაირგო, ცარიელი იყო, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ხის დარგვიდან მეოთხე დღეს მუხა ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე გაუჩინარდა.

ფრანგულმა რადიო-სადგურმა Franceinfo-მ მებაღეობის ინტერნეტ-საიტის gerbaud.com-ის განცხადება გაავრცელა, სადაც იუწყებოდნენ, რომ უკეთესია, მუხა დაირგოს შემოდგომაზე, რათა მომავალი ზაფხულის გვალვებისთვის ღრმად ჰქონდეს გადგმული ფესვები.

“შესაძლოა ხე შემოდგომაზე დაბრუნდეს” - თქვა gerbaud.com-მა.

მოგვიანებით, ფრანგმა ამბასადორმა Gerard Araud-მა Twitter-ზე დაწერა, რომ ხე კარანტინში გადაიტანეს. 

ევროპული მუხა 1918 წლის ბელოს ტყის ბრძოლის ველიდან წამოიღეს.

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბრძოლის დროს დაახლოებით 2,000 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები