NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

ერევანში პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, არიან დაკავებულები (ფოტო, ვიდეო)

კვირა, 22 აპრილი, 2018 - 14:37
news.am
tbl.ge/2w17
დაკოპირდა
news.am
news.am
news.am
news.am
news.am
news.am

NEWS.AM-ის ინფორმაციით, ერევანში პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო.

ცნობილია, რომ საპროტესტო აქციების ლიდერ, ნიკოლ ფაშინიანის შემდეგ, დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, სასუნ მიქაელიანი და აქციის სხვა მონაწილეები.

დაკავებამდე მან შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა არ დატოვონ აქცია.

"არავის შეგეშინდეთ, არსად წახვიდეთ. სერჟ სარგსიანი ჩვენს მშვიდობიან დემონსტრაციას ულტიმატუმს უყენებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავათავისუფლოთ ნიკოლ ფაშინიანი", - ამბობდა ის.

გარდა ამისა, NEWS.AM-ის ინფორმაციით, სასუნ მიქაელიანი პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც დააკვეს.

ამ მოვლენებს წინ უძღვოდა პოლიციის მიერ ქუჩის გადაკეტვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პოლციის კორდონის გარღვევა სცადეს და მათსა და პოლიცას შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 22 აპრილს, დილით, ერევანის სასტუმრო Marriott Armenia-ში ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის პრემიერმინისტრ, სერჟ სარგსიანს შორის მოკლე შეხვედრა შედგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ უნდა განიხილონ პრემიერის პოსტზე სარგსიანის დარჩენის პირობები, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ოპოზიციონერი შანტაჟში დაადანაშაულა და სასტუმრო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო გამოსვლები სომხეთშიაქციები სომხეთშისომხეთიერევანისასუნ მიქაელიანინიკოლ ფაშინიანი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 10 მაისი, 2018 - 13:27ურთიერთობების დალაგება თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რეპატრიაცია და სხვა - ფაშინიანის გეგმები
  • სამშაბათი, 8 მაისი, 2018 - 13:55ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრად დაამტკიცა
  • სამშაბათი, 1 მაისი, 2018 - 21:1955-45 - სომხეთის პარლამენტმა პრემიერად ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
  • ორშაბათი, 30 აპრილი, 2018 - 14:39ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია
  • კვირა, 29 აპრილი, 2018 - 23:44სომხეთის რევოლუცია და ქართული პარალელები

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:32

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:23

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:08

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
3Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕