დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ჭიჭინაძე: კიპლინგის მაუგლი ალბათ ნანახი გაქვთ, ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა

41.ge

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თავისივე გუნდის წევრი გია ვოლსკი გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ვოლსკი ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა - არა. 

"კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს, მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია [ვოლსკი] დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არაკორექტული. ქართული ოცნება ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ამიტომ მე ვფიქრობ, ხანდახან უნდა დაფიქრდეს ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს"- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, ქართული ოცნების დიდი შეცდომაა, როდესაც ზარდიაშვილი პარლამენტის წევრია.

"ეგ [ზარდიაშვილი] არის ნეგატივის გამოსახულება. ქართული ოცნება ამ სენისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური ზარდიაშვილი, უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქართულ ოცნებას აქვს დაშვებული, რომ ის არის ჩვენი გუნდის წევრი,"- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დავით ჭიჭინაძის ამ განცხადებას უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ არაკორექტული.

კომენტარები