[Freedom House-ის] კვლევის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც ბუნებრივია ღიმილის მომგვრელია. 2012 წლის მონაცემები იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედია გარემოზე. 2004-12 წლებში სამივე ეროვნული მაუწყებელზე - რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უკანონო გზით, გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ brainwashing-ს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ
tbl.ge/2vjx
დაკოპირდა

პარლამენტის სპიკერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც Freedom House-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ანგარიში გააკრიტიკა, სადაც მას "ტენდენციური", "მიკერძოებული" და "ღიმილის მომგვრელი" უწოდა. ანგარიშში საუბარი იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე
ირაკლი კობახიძექართული ოცნებაFreedom House-ის ანგარიშიFreedom Houseრუსთავი 2იმედისაზოგადოებრივი მაუწყებელიმედიის თავისუფლება
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




