შავი ზღვის დაბინძურება

ფოთში შავი ზღვის წყლების დაბინძურებისთვის 2 გემის კაპიტანი 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა სამინსიტროს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. ორივე გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა.

"პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. ორივე გემის კაპიტანს, ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში - 2835 ლარის ოდენობით. გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ." - წერია გარემოს დაცვის სმაინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები