გერმანია-რუსეთი

ჰაიკო მასი: ღია ვართ დიალოგის და ნდობის აღდგენისათვის, თუ რუსეთიც მზად იქნება

ჰაიკო მასი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მასმა გაზეთ Bild am Sonntag-ს განუცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა განახლდეს და ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის და დიპლომატების გაძევების შემდეგ დაკარგული ნდობა ნელ-ნელა უნდა აღდგეს. ჰაიკო მასის თქმით დიპლომატების გაძევება და ბრიტანეთისათის სოლიდარობის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა:

"ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც პარტნიორი, რეგიონული კონფლიქტების გადასაჭრელად, განიარაღებისათის და როგორც მრავალმხრივობის მნიშვნელოვანი ბურჯი...შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ დიალოგისათვის და ნელ-ნელა ნდობის აღდგენის მცდელობისათვის, თუ რუსეთიც მზად იქნება." თქვა მან.

სერგეი სრკიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო გერმანიამ ქვეყნიდან 4 რუსი დიპლომატი გააძევა. საპასუხოდ რუსეთმა ასევე 4 გერმანელი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები