ამაზონი

Amazon-მა $53 მილიარდი დაკარგა, მიზეზი ტრამპის Tweet-ები და რეგულაციების მოლოდინია

Amazon

ონლაინშოფინგის გიგანტ Amazon-ის დანაკარგები $53 მილიარდს აჭარბებს. კომპანიის აქციების ღირებულება მკვეთრად გაუფასურდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ონლაინშოფინგის რეგულირებას აქტიურად განიხილავს. ტრამპმა ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზეც დაწერა:

"მე ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოვთქვი ჩემი წუხილი ამაზონთან დაკავშირებით. სხვებისგან განსხვავებით, ისინი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს უხდიან ძალიან ცოტა გადასახადს. ისინი საკუთარი დამტარებელი ბიჭივით იყენებენ სახელმწიფო საფოსტო სამსახურს (რაც სახელმწიფოს დიდძალი ზომის ზარალს აყენებს) მათი საქმიანობის შედეგად ათასობით რითეილერი რჩება მომხმარებლის გარეშე!", - წერს ტრამპი

ტრამპის თვითმა ამაზონის აქციების ღირებულების ვარდნა 2017 წლის აგვისტოშიც გამოიწვია, დანაკარგმა $5.7 მილიარდი შეადგინა. მაშინაც პრეზიდენტი რეგულაციების აუცილებლობაზე მიანიშნებდა.

"Amazon-ი ძალიან დიდ ზარალს აყენებს გადასახადის გადამხდელ სავაჭრო დაწესებულებებს. მთელი ამერიკის მასშტაბით ქალაქებსა და შტატებში იკარგება სამუშაო ადგილები!",- წერს ტრამპი.

ტრამპმა Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი წარსულშიც გააკრიტიკა. საქმე იმაშია, რომ ბეზოსს ასევე ეკუთვნის Washington Post-ი, რომელიც დონალდ ტრამპის მიმართ ხშირად კრიტიკულ ინფორმაციას აქვეყნებს.

კომენტარები