დღეს ვუსმენდი, ნინო ჟიჟილაშვილს ჰყავდა სტუმრად გიგა ბოკერია. მაინტერესებს ელემენტარული პასუხისმგებლობა... იცით, რა ხდება მსოფლიოში, სირიაში, ახლო აღმოსავლეთში. მაინტერესებს, პასუხისმგებელი ვინ იქნება იმ შემთხვევაში, საქართველოშიც რომ იგივე რაღაცა დატრიალდეს. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც 2008 წელს დატრიალდა? ახლა არ მითხრათ, რუსეთიო, რა. რუსეთი თავის ინტერესებს ატარებს, მაგრამ საქართველოში პასუხისმგებელი ვინ არის იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა? პასუხისმგებელი პირი მაჩვენეთ, სად არის ახლა? ოპოზიცია, რომელმაც დღეს უმცირესობის მანტია მოირგო, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაზე? და იგივე რომ განმეორდეს ისევ, ეს ადამიანი [გიგა ბოკერია] და ადამიანები დანა-ჩანგლებით რომ გამოდიან და ამას აკეთებენ, იგივე პასუხისმგებლობას აპირებენ? რამე შეუშლის რუსეთს ამის გაკეთებისთვის, ნამუსი, სინდისი, რამე შეუშლის?
tbl.ge/2uwd
დაკოპირდა

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, უცნობი TV პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




