თბილისის გენგეგმა

ბოზებივით ყვირიხართ - ოცნების წევრმა ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენა

ლიბერალი

მერიის ორგანიზებით ჩატარებულ თბილისის გენერალური გეგმის განხილვას ქართული ოცნების წევრების მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებული შერაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვატო შაქარიშვილმა ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, ზაალ უდუმაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს ბოზები უწოდა. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ელენე ხოშტარიამ მომხდარზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, ხოშტარიას თქმით, კახა კალაძე მას სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდა, რის შემდეგაც საკრებულოს დეპუტატმა მას შეურაცხოფა მიაყენა.

ლიბერალის ვიდეო

ელენე ხოშტარიას ვიდეომიმართვა

"მაინტერესებდა, გენგეგმაში, რომელშიც გადახდილია სამ მილიონამდე ლარი, გამეგო, რა გეგმებია, რა ხდება, როგორ განვითარდება ჩვენი ქალაქი. ერთი საათის განმავლობაში მოვისმინე საჯარო სასამართლო მოწყობილი გენგეგმის ჯგუფის მიმართ. თითქოს მე დავიქირავე, თავისივე დაქირავებულ კომპანიას მოუწყეს საჯარო სასამართლო. აღმოჩნდა, რომ ტყუილებიც უთქვამთ, გენგეგმის ხელმძღვანელმა ტყუილში გამოიჭირა მერიის თანამშრომლები. ერთი საათის შემდეგ, მოვითხოვე სიტყვა და ვთქვი, რომ არასწორი და მიუღებელია საჯარო სასამართლოზე მოწვევა, როდესაც გარჩევა ხდება კომპანიასა და მერიას შორის ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, ამდენი გადაყრილი ფულის შემდეგ და არც არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს ამაზე. შუა საუბრის დროს, გაღიზიანებული ქალაქის მერი წამოხტა, გამაწყვეტინა სიტყვა, არ მომცა საშუალება, რომ მესაუბრა, იძალადა, 5 წუთის განმავლობაში ჩემზე ხმამაღლა საუბრობდა, არ მაძლევდა სიტყვას, მერე მოვიდა საკრებულოს წარმომადგენელი შაქარიშვილი და მომაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ ვციტირებ - მიწოდა ბოზი, რაღაცნაირი, არ მახსოვს, როგორი. დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ვაშველებდი ადამიანებს, მაგრამ ბოლომდე ვითხოვდი სიტყვას, რადგან ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა,", - ამბობს ხოშტარია.

კომენტარები