მოგზაურობა

25 მარტს, Wizz air რიგიდან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

2018 წელს, ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე ახალი მიმართულებით იფრენს. 

წელს, პირველი ახალი რეისი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რიგიდან 25 მარტს 11:05 საათზე შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

"მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში რიგადან სრულდება. რაც მთავარია, მაისიდან უკვე ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს,-‘’განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.

კომენტარები