ქეთევან დედოფალი

ილია II ინდოეთის პრემიერს ქეთევან დედოფლის ნაწილების კიდევ 6 თვით დატოვებას თხოვს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ინდოეთის პრემიერმინისტრს ნარენდრა მოდის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების თხოვნით მიმართა. 

"ჩვენი ხალხი დიდი სიყვარულით შეხვდა თავის დედოფალს. მისი წმ. ნეშტის ნაწილების მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე გრძელდება. მაგრამ ვინაიდან ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი მრევლის მასთან მიახლებისათვის, გთხოვთ, განხილულ იქნას სიწმინდეების საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელება თუნდაც კიდევ ექვსი თვის ვადით,"- წერია პატრიარქის წერილში.

ილია მეორემ ნარენდრა მოდის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მას იმედი აქვს, რომ ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში დარჩენის ვადა, რომელიც მარტში გადის, გაგრძელდება.

ქეთევან დედოფლის ნეშტი ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოიტანეს.

კომენტარები