ფრენსის მაკდორმანდს ოსკარი მოპარეს

Variety.com

საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებულ, ფრენსის მაკდორმანდს ოსკარის ცერემონიის შემდგომ გამართულ წვეულებაზე ოსკარი მოპარეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. ის 47 წლის, ტერი ბრაინტია, რომელმაც ოსკარის ქანდაკება პირდაპირ მსახიობის მაგიდიდან მოიპარა.

მსახიობმა ოსკარი ფილმ Three Billboards-ში შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. მას პოლიციამ კუთვნილი ოსკარი უკვე დაუბრუნა.

კომენტარები