კვლევის მიხედვით, მენსტრუალური ტკივილები ისეთივე მტკივნეულია როგორც გულის შეტევა

iSTOCK

კვლევის მიხედვით, მენსტრუალური ტკივილები ისეთივე მტკივნეულია როგორც გულის შეტევა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ გილბაუდის თქმით, კვლევაში ჩართული ქალების მიერ მენსტრუალური ტკივილების აღწერა ერთმანეთს დაემთხვა.

"ისინი ამას აღწერენ, ისეთივე მტკივნეულად, როგორიც გულის შეტევაა." - თქვა პროფესორმა.

მსოფლიოში ყოველი ხუთი ქალიდან ერთი მენსტრუალური ტკივილებით იტანჯება.

კვლევაში ჩართული ერთ-ერთი ექიმის, ანალის ვეკესერის თქმით, საზოგადოებაში დიდი ხანია მენსტრუალური ტკივილი სერიოზულ ტკივილად არ აღიქმება.

"დიდი ისტორია აქვს, მენსტრულუალი ტკივილის არასერიოზულ ტკივილად აღქმასა და ხშირად ამ ყველაფრის ქალების ისტერიისთვის მიწერას. ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ მენსტრუაციასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობაზე, ახალგაზრდა გოგოების ცოდნა ამის შესახებ ძალიან მწირია." - თქვა ექიმმა.

კომენტარები