საავტორო უფლებები

მოსამართლე: ტეილორ სვიფტის ტექსტები ბანალურია, საავტორო უფლებები ვერ გავრცელდება

Getty Images

ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტს კომპოზიტორებმა პლაგიარიზმისთვის უჩივლეს, საქმე სვიფტის 2014 წლის ჰიტს - Shake It off-ს ეხება. კომპოზიტორები შონ ჰოლი და ნათან ბატლერი ამტკიცებდნენ, რომ Shake It off-ის მთავარი პასაჟი მოპარულია მათ მიერ 2001 წელს დაწერილი სიმღერა Playas Gon’ Play-დან. მოსამართლე მაიკლ ფიცჯერალდმა მოსარჩელეთა აღნიშნული მტკიცება უკუაგდო და განაცხადა, რომ აღნიშნული სიმღერების ტექსტები "იმდენად ბანალურია, რომ მათზე საავტორო უფლებების დაცვის ნორმები ვერ გავრცელდება". 

სადავო ტექსტი:

2001 წელს გამოსული სიმღერა:

The playas gon’ play / Them haters gonna hate

ქარ: მოთამაშეები ითამაშებენ/მათ მოშურნეები შეიძულებენ

ტეილორ სვიფტის ვარიანტი:

Cause the players gonna play, play, play, play, play / And the haters gonna hate, hate, hate, hate, hate

ქარ: მოთამაშეები ითამაშებენ, ითამაშებენ, ითამაშებენ, ითამაშებენ, ითამაშებენ, ითამაშებენ/მოშურნეები შურით აღივსებიან, შურით აღივსებიან, შურით აღივსებიან, შურით აღივსებიან, შურით აღივსებიან

მოსამართლის არგუმენტი

"როგორც წესი, ასეთ მცირე ფრაზებზე საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობა არ ვრცელდება. იმისთვის, რათა ფრაზა მოექცეს საავტორო უფლებების დაცვის ქვეშ მას გარკვეული ორიგინალობა უნდა გააჩნდეს. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მოთამაშეების თამაში და მოშურნეთა შური პლაგიარიზმის მტკიცებისთვის საკმარისი არაა", - ამბობს მოსამართლე.

თავად განსაჯეთ

ტეილორ სვიფტი - Shake It off

3LW - Playas Gon’ Play

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=86&v=dD9A8x_xn5g]

კომენტარები