კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი - დაშავდა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





