ისრაელი-სირია

სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

Reuters

ისრაელის მიერ სირიაში ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის F-16 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ისრაელის ჩრდილოეთით მშვიდობიანად დაეშვნენ. ერთ-ერთი პილოტი დაშვებისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირიის კონფლიქტის მანძილზე ეს ისრაელის თვითმფრინავის ჩამოგდების პირველი შემთხვევაა.

ისრაელის საჰაერო თავდასხმა მის ტერიტორიაზე სირიიდან ირანული უპილოტო დრონის შესვლას მოჰყვა.

კომენტარები