რუსეთი-სირია

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა იდლიბთან დაბომბვა გააძლიერა

AFP

კვირას რუსეთმა სირიის ჩრდილოეთით იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების პოზიციებზე საჰაერო დარტყმები გააძლიერა.

იდლიბიდან 33 კილომეტრში მდებარე ქალაქ მა'რათ ალ-ნუ'მანში საავადმყოფო დაიბომბა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ გამოჰყავთ საავადმყოფოს ჩამონგრეული შენობიდან დაშავებულები და ბავშვები.

შენიშვნა: მასალა ზოგიერთი მკითხველისთვის შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს.

ქალაქ ქაფრ ნაბილში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი, რის შეგედადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. დაბომბვის შედეგად დაინგრა 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი იდლიბში, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სამიზნეს მხოლოდ ისლამისტი მებრძოლები წარმოადგენენ.

შაბათს, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ სირიაში იდლიბის პროვინციაში მეამბოხეებმა რუსული თვითმფრინავი Sukhoi-25 ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, თუმცა ის მეამბოხეებთან ბრძოლაში დაიღუპა.

უცხოური მედიის ცნობით, სოციალურ მედიაში მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა დაჯგუფება თაჰრირ ალ-შამმა აიღო.

სირიის მთავრობამ, რუსული საჰაერო ძალების მხარდამჭერით, იდლიბის პროვინციაში, მეამბოხეების წინააღმდეგ მასშტაბური იერიში დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები