ძარცვა

აღმაშენებლის გამზირზე ლომბარდი გაძარცვეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ლომბარდი გაძარცვეს. ლომბარდიდან თანხაა წაღებული.

ამ დროისთვის უცნობია მძარცველი მარტო მოქმედებდა თუ დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

კოდექსის მიხედვით, ძარცვა უკანონო შეღწევით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე.

კომენტარები