თბილისის მერია

კალაძე ბიბლიოთეკებზე: ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და რამით დაინტერესებაც

საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და ისიც, რომ ადამიანი მივიდეს და რამით დაინტერესდეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უწყება დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას იწყებს. კახა კალაძე დღეს N5 საქალაქო ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, თბილისში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მძიმე მდგომარეობაა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.

კომენტარები