თუ რომელმა წევრმა აიღო ეს თანხა, მოდით ნუ დავაკონკრეტებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქმეს სამეურვეო საბჭოსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩვენ არც ბუღალტერიასთან გვაქვს საქმე. ეს იყო ბუღალტრული შეცდომა. მოხდა როტაცია, ორმა წევრმა დატოვა თანამდებობა და შემოვიდნენ ახალი წევრები. როდესაც როტაცია მოხდა, არ იყო მისი გვარი ამოღებული სიიდან. როდესაც კორექტირება წავიდა, მერე რა თქმა უნდა შეუწყდა ჰონორარის მიცემა. ეს მაუწყებლის ბუღალტრული შეცდომაა.
tbl.ge/2rb1
დაკოპირდა

საზოგდოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აუდიტის სამსახურის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ბორდის ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი. გრიგოლ გოგელიას კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა - საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა - საზმაუს მცველები
- 1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
- საზმაუ რუბრიკის "ადამიანები ისტორიიდან" წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ დატოვა
- "ამ შაბათ-კვირას" დახურვის შემდეგ წამყვანებმა ევგენიძემ და შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს




