ქრთამის მიცემა

ქუთაისის მერი: მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს, მერიის თანამშრომელს ქრთამი არ შესთავაზოს

droa.ge

"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს, რომ მერიის თანამშრომელს ქრთამი არ შესთავაზოს", - ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ასე ქუთაისში საჯარო მოხელისათვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირის დაკავებას გაემოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიამ ამის შესახებ სააგენტო newpress-თან ისაუბრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი მოქალაქე გუშინ დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებში მფარველობის სანაცვლოდ 3 000 ლარი შესთავაზა. სუს-მა ზაურ ბ. თანხის გადაცემის დროს დააკავა.

კომენტარები