ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანულმა მაუწყებელმა 3 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა

არტარეა

ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის რომანი, Dagny or a Love Feast გერმანული მაუწყებლის, SWR2 მიერ თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა

რომანი გასულ წელს Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ თარგმნა და გერმანულმა გამომცემლობამ Weidle Verlag გამოსცა. გერმანული გამოცემის პრეზენტაციები 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. 

წიგნების ამ ტიპის სია 40 წელია ყოველთვიურად დგება. ახალი გამოცემების შერჩევაზე ევროპული ქვეყნებიდან ცნობილი ლიტერატორების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების 30 ადამიანისგან შემდგარი ჟიური მუშაობს. წიგნების შერჩევისას ის ერთადერთი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს - შეირჩეს წიგნები, რომლებსაც თავად ჟიურის წევრები უსურვებდნენ ბესთსელერების სიაში მოხვედრას. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნებია მოხვედრილი. 

გერმანიაში წიგნზე რეცენზიები ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ დაიწერა, როგორებიცაა: Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, culturbooks, Bayerischer Rundfunk, soundsandbooks, lustauflesen, tabularasamagazin, Deutschlandfunk Kultur. 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით აღნიშნული წიგნის კითხვა-პრეზენტაცია 16 მარტს 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

კომენტარები