სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით, ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და ასევე, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ქალაქს და რიგითი მოქალაქეებისგან არაფრით განვსხვავდებით. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოადგილეებსაც ეხება ეს, სამსახურის უფროსებს და ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო.
tbl.ge/2r5a
დაკოპირდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მოადგილეებსა და დედაქალაქის მთავრობის სხვა წევრებს სთხოვა, ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით, პარკირების სპეციალური საშვების გამოყენებას მოერიდონ.
ამავე თემაზე
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე




